29/10/2021
10:49
პოლიტიკა
როგორც კიკაბიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, შეგრძნება აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს.
„მიშა ჩემი ახლობელია, ძალიან მიყვარს და ძალიან ვნერვიულობ, 28-ე დღეა უკვე შიმშილობს. ეს არის ქვეყნის შეურაცხყოფა და ღმერთმა დაიფაროს, მაგას რომ რამე მოუვიდეს, საქართველოში დედა შვილს ვერ აიყვანს, მე მგონი.
ყველაფერს აქვს თავის ზღვარი და წითელი ხაზი, ყველაფერს გადაცდნენ უკვე და ისეთი შეგრძნება გვაქვს ყველას, რომ სასიკვდილოდ გადადეს, იმიტომ, რომ მაგას შეიძლება ნებისმიერ დროს მოუვიდეს რამე, მაგალითად ღამე, ძილის დროს და მერე უკვე გვიან იქნება. მე მაინც ვეტყვი, რომ რადგან ასე გადაწყვიტა, არჩევნებამდე როგორმე გაძლოს და მერე უკვე გამოჩნდება სად არის თეთრი და სად - შავი“, - აღნიშნა ვახტანგ კიკაბიძემ.
მომღერალი ასევე ამბობს, რომ დღეს მას ქართველობის რცხვენია.
„მთელი მსოფლიო უყურებს ახალ ამ პატარა საქართველოს და ბოლომდე ნუ შევირცხვენთ თავს. შეურაცხყოფას გვაყენებენ, უწმაწური სიტყვებით, განცხადებებით, რაღაცების დაბრალებით. მე დღეს კიდევ მქონდა სხვა ინტერვიუ და გეუბნებით, მე მრცხვენია, რომ ვარ ქართველი“ , - განაცხადა ვახტანგ კიკაბიძემ.
0
0