
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაიშში, მეზობლების ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია 62 წლის, ბარნაბი ჩომახიძე.
მკვლელობაში მხილებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება - 42 წლის ნუკრი კეკელიძე პოლიციას თავად ჩაბარდა.
ტრაგედიას სხვა ფიგრუნატებიც ჰყავს. მათ შორის არის საქმის „ოქროს მოწმეც“:
"მე და მოკლულმა ორი ჭიქა დავლიეთ ჩემთან ოჯახში, ის კაცი (ბარნაბა ჩომახიძე) წამოვიდა. ვუთხარი, ხვალ მივიდეთ და დავალეპარაკოთ - ტკბილი ენით დაველაპარაკოთ, ავუხსნათ. მე ექსპერტიზაზეც ვიყავი და ყველაფერი გაირკვევა იქ", - აცხადებს საქმის „ოქროს მოწმე“.
როგორც ცნობილია, მეზობლებს შორის დაწყებული კამათი ჯერ სროლაში, შემდეგ კი დანისა და ნაჯახის გამოყენებით სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილობრივების განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებულმა ნუკრი კეკელიძემ 63 წლის ბარნაბა ჩომახიძეს თხების ეზოში ხშირი გადასვლის გამო შენიშვნა მისცა, რასაც მეზობლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ჩომახიძემ მათ სახლს გუშინ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მას შემდეგ, რაც ოჯახმა პოლიცია გამოიძახა, 63 წლის კაცი კეკელიძეებთან უკვე მეორედ ნაჯახით შეიარაღებული მივიდა.
ჩხუბი ბარნაბა ჩომახიძესა და ნუკრი კეკელიძეს შორის მკვლელობით დასრულდა. ბრალდებულის ოჯახის წევრების მტკიცებით 42 წლის მამაკაცი ნაჯახით შეიარაღებული მეზობლისგან თავს იცავდა, რა დროსაც მას გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
მკვლელობაში ბრალდებულს შემთხვევის ადგილიდან გაქცევა არ უცდია, ის პოლიციას ჩაბარდა. ხონის რაიონში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, საქმე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.
0
0