
ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი ალუდა ქეთელაურთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმული მოსაზრების შესახებ განმარტებას აკეთებს და კრიტიკოსებს პასუხობს.
„მაპატიეთ, მაგრამ წერა-კითხვა ვინც იცის, გაერკვევა და უწიგნურ ხალხთან საერთო არაფერი მაქვს. თუ ლექციას თავიდან ბოლომდე მოუსმენენ, გაერკვევიან. ჯერ ერთი, ეგ ამბავი ჩემთან კი არა, შეკითხვა არის ვაჟა ფშაველასთან. სიზმარი ალუდა ქეთელაურმა ნახა, მე არ მინახავს კაციჭამიობაზე სიზმარი... ამ ყველაფერს წიგნის წაკითხვა უნდა", განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა “კვირის პალიტრასთან".
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოამონარიდი ლევან ბერძენიშვილის ლექციიდან, რომელსაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა:
"ბოლოს და ბოლოს, ვინ არის და რა უნდა ამ კაცს?"; "როგორც ხევსური, ბატონი ლევანისგან ვითხოვ სამეცნიერო არგუმენტაციას, ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას!" - წერდნენ სოციალურ ქსელში მომხმარებლები.
0
0