22/12/2023
14:13
მსოფლიო
როგორც ,,ჰამასმა“ განაცხადა, მძევლები არ გათავისუფლდებიან, სანამ ისრაელი "აგრესიის სრულ შეწყვეტაზე" არ დათანხმდება.
გასულ თვეში დადებული ზავის შედეგად, ,,ჰამასმა“ 100-ზე მეტი მძევალი გაათავისუფლა, თუმცა, 7 ოქტომბერს ისრაელიდან ღაზაში გატაცებული კიდევ 120 ადამიანი კვლავ ტყვეობაში იმყოფება.
,,პალესტინური ფრაქციების ეროვნული გადაწყვეტილებით, მძევლების გათავისუფლების ან მათი გაცვლის გარიგებების საკითხი არ განიხილება, სანამ ისრაელი აგრესიას სრულად არ შეწყვეტს,“ - ნათქვამია ,,ჰამასის“ განცხადებაში.
გაურკვეველია, რომელი პალესტინური ფრაქციები იგულისხმებოდა ,,ჰამასის“ განცხადებაში. ღაზას სექტორში მოქმედი მცირე დაჯგუფება ისლამური ჯიჰადი მათ შორისაა, რომლებმაც ასევე ისრაელელები მძევლად აიყვანა.
როგორც BBC-ი წერს, ,,ჰამასის“ განცხადება ისრაელის მთავრობას მძიმე მდგომარეობაში აყენებს. მთავრობის თქმით, მძევლების გათავისუფლების საუკეთესო გზა ,,ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლა და სამაშველო ოპერაციების მოწყობაა.
0
0