07/12/2022
11:21
მსოფლიო
მკვლევარებმა, გვალვის შედეგად დაზიანებულ მდინარე მისისიპის ნაპირზე, გამყინვარების ხანის იშვიათი ნამარხი ნაშთები აღმოაჩინეს.
მკვლევარმა უილი პრევიტმა მისისიპის სანაპიროს ქვიშაში გიგანტური ამერიკული ლომის ყბის ძვალი და დიდი ზომის კბილი იპოვა. ცხოველის ეს სახეობა დაახლოებით 11000 წლის წინ გადაშენდა.
„მხოლოდ კბილების ფორმის მიხედვით, მაშინვე მივხვდი, რომ ეს მტაცებელი ცხოველის ნაშთი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ეს ამერიკული ლომი იყო, რადგან ვერც ვიოცნებებდით, რომ ოდესმე მის ნამარხს მივაგნებდით, ”- თქვა პრევიტმა.
პრევიტი გეგმავს, რომ მის მიერ აღმოჩენილი ცხოველის ნამარხი ნაშთი ჯექსონის მუზეუმს გადასცეს.
ამერიკის ეროვნული პარკის სამსახურის ინფორმაციით, ამერიკული ლომი ყველაზე დიდი ზომის გადაშენებული კატის სახეობაა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლო გამყინვარების პერიოდში ცხოვრობდა. მას მეცნიერებმა Panthera atrox დაარქვეს, რაც ლათინურად "საშიშ პანტერას" ნიშნავს. ამერიკული ლომის ეს სახეობა 25%-ით აღემატებოდა თანამედროვე აფრიკული ლომის სხეულის სიგრძეს. კუდის ჩათვლით, სიგრძე 3,7-ს აღემატებოდა, წონა კი - 400 კგ-ს აღწევდა. ამერიკული ლომი გამოირჩეოდა მასიური, ბასრი კბილებით.
0
0