
ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. გამოიკითხნენ მოწმეები, კერძოდ, ყოფილი მძევლები, მათ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის დღე დეტალურად გაიხსენეს. პროცესზე სულ რვა მოწმემ უპასუხა კითხვებს.
მოწმეებმა გაიხსენეს, თუ როგორ შევარდა შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში, როგორ მოსთხოვა მათ იატაკზე დაწოლა და ყვიროდა, რომ იყო ძარცვა.
"მახსოვს, მითხრა, რა გატირებსო, ერთ დღეს ხომ მაინც მოკვდებიო და რა რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოკვდებდიო... ძალიან ცუდად ვიყავი. მერე გოგოებმაც უთხრეს, ცუდად არის, გაუშვიო, გაითვალისწინა და გამიშვა," - აღნიშნა ერთ-ერთმა მძევალმა სასამართლოზე.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. მან ერთ-ერთ მოწმესთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთა.
"თხოვნა მაქვს, ახლა ეს მოწმე რომ დავინახე, დადებითი ემოციებით არის და პროკურორები ცდილობენ რომ რაღაცნაირად დაამძიმონ, ერთი-ორჯერ შევნიშნე. თხოვნა მექნება, რომ გაუფრთხილდით ემოციებს. თქვენ აღნიშნეთ რამდენჯერმე ქალბატონო მირანდა[პროკურორი] რომ წყალს მოგაწოდებთო და გაუფრთხილდით რა მოწმეს," - მიმართა ბადრი ესებუამ სასამართლოს.
ბადრი ესებუა პროცესის დასრულების შემდეგ კვლავ ბათუმში გადაიყვანეს,სადაც იხდის დაკავებული სასჯელს.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025