
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მახაჩკალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია მახაჩყალის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე განრიგშია გამოქვეყნებული. მასში ნათქვამია, რომ რეისები 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. მახაჩკალიდან გამგზავრების დროა 07:45 საათი.
მანამდე ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Georgian Airways გეგმავს ფრენების განხორციელებას თბილისსა და მახაჩკალას, ასევე თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს (10 დეკემბრიდან), ბათუმსა და მოსკოვს (12 დეკემბრიდან) შორის.
Georgian Airways-ს, ისევე როგორც საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას, ახალი ფრენების დაწყების შესახებ ჯერ არ გამოუცხადებიათ. ამჟამად ავიაკომპანია თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ფრენებს ახორციელებს.
„ეხო კავკაზა“ მანამდე წერდა, რომ დეკემბერში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საერთო რაოდენობამ შესაძლოა კვირაში 58-ს მიაღწიოს. რუსული Red Wings-ის ფრენები იგეგმება მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით (ჯამში 23 რეისი კვირაში). მიუხედავად იმისა, რომ რუსული კომპანიის ვებგვერდზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი ნებართვების გაცემის შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს.
0
0