ოპოზიცია დუმს, ეს ნიშნავს იმას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი რიტორიკა იქნება, რომ ლგბტ პროპაგანდა იყოს ქვეყანაში, ჩვენი რიტორიკა ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, იქნება ქართული ტრადიციების დაცვა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ვხედავთ, რა საფრთხეები აქვს ლგბტ პროპაგანდას. უკვე ბავშვების ფსიქოლოგიაში შეაღწიეს - ლგბტ აღლუმებში აღებინებენ მონაწილეობას. ბუნებრივია, საქართველოში ამ პროპაგანდას არ დავუშვებთ. ოპოზიცია დუმს, ეს ნიშნავს იმას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი რიტორიკა იქნება, რომ ლგბტ პროპაგანდა იყოს ქვეყანაში, ჩვენი რიტორიკა ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, იქნება ქართული ტრადიციების დაცვა, ანუ „არა ლგბტ პროპაგანდას“. ამაზე ოპოზიცია ამბობს, რომ „დიახ ლგბტ პროპაგანდას“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ანტიპროპაგანდისტულ კანონზე მუშაობას რადიკალური ოპოზიცია არ უერთდება. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია პირდაპირ ამბობს, რომ არ იზიარებს მმართველი გუნდის ინიციატივას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი კითხვას კონკრეტულ პასუხს არ სცემს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლა აქტუალური არაა.ა
0
0