კულტურისა და სპორტის მინისტრი თე წულუკიანი, სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ქალების შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “ოპოზიციის ტეტჩერებს უნერვიულიათ”:
"მათ შესახებ ჩემს მოსაზრებებთან დაკავშირებით უნერვიულიათ ოპოზიციის ტეტჩერებს!
მარიამობას გილოცავთ ყველას!" - დაწერა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” ძლიერი ქალები ეზიზღება, რასაც თეა წულუკიანის მხრიდან ვრცელი პასუხი მოჰყვა - “სუსტი ქალები არ არსებობენ..” კულტურის მინისტრმა მიმართა ოპოზიციონერ ქალებს და “საქმის კეთების” რჩევაც მისცა: “ნუ შეჭამეთ ტვინი არასწორი პოლიტიკური ქცევებით. ცოტა ნორმალურები, ვინც დარჩით მაქეთ ქალები, საქმეს მიხედეთ, ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში” - მიმართა წულუკიანმა ანა დოლიძეს.
სწორედ ეს განცხადება გახდა, მოგვიანებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან წულუკიანის გაკრიტიკების საგანი, რასაც დღეს პოსტით კიდევ ერთხელ უპასუხა კულტურის მინისტრმა.
0
0