
იტალიაში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Mondial des Vins Extrêmes 2026-ზე (Cervim), უმაღლესი ჯილდო -„დიდი ოქროს მედალი“ (Gran Medaglia d'Oro / Big Gold Medal), საქართველოდან მხოლოდ მეღვინეობა ბადაგონის ღვინოებს ერგოთ.
Big Gold Medal-მოიპოვეს ღვინოებმა:
• MUKUZANI
• SAPERAVI RESERVE
• KAKHETIAN NOBLE WHITE
ამასთან, ბადაგონის კიდევ ორი ღვინო, ოქროს მედლით დაჯილდოვდა:
Gold Medal-ით დაჯილდოვდა:
- KAKHETIAN NOBLE RED
- ALAVERDI TRADITION RED
იტალიაში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეონდა 22 ქვეყნის, 432 მეღვინეობა და 1175 ღვინო.
ჟიურიმ, რომელიც 55 საერთაშორისო ექსპერტისგან შედგებოდა, სულ გაანაწილა 84 დიდი ოქროს მედალი (Grand Gold Medal) და 295 ოქროს მედალი (Gold Medal).
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, გერმანიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე Mundus Vini-ზე, ბადაგონის ღვინოები, 6 ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
0
0