
მათ გვაიძულეს გვეკეთებინა ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. და ცდილობენ, ამაში ჩვენ დაგვადანაშაულონ“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომზე საუბრისას განაცხადა, წერს ტელეკომპანია "დოჟდი".
რუსეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომის თემას შეეხო და დასძინა, რომ რუსეთი „იძულებული“ იყო ჩართულიყო.
"მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ დემოკრატია და არჩევნები გვჭირდება. მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და გეგონება, ყველაფერი ასეც უნდა იყოს, როგორც არის, თანაც სისხლიანი. ისინი უფრო შორს წავიდნენ, უფრო შორს წავიდნენ დონბასის ჩასახშობად იქ მცხოვრები ადამიანების გასანადგურებლად ვერტმფრენებიდან და თვითმფრინავებიდან.
ეს უბრალოდ სასაცილოა, მათ გვაიძულეს, რომ უბრალოდ ის გაგვეკეთებინა, რასაც ახლა ვაკეთებთ. მაგრამ ისინი ასევე ცდილობენ, რომ ამაში ჩვენ დაგვადანაშაულონ" - განაცხადა პუტინმა. გუშინ დონალდ ტრამპმა პუტინი გააკრიტიკა: „მას რაღაც დაემართა. ის სრულიად გაგიჟდა! ის უამრავ ადამიანს კლავს უმიზეზოდ და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. რაკეტები და დრონები უკრაინის ქალაქებს უმიზეზოდ ბომბავენ“.
0
0