-share.jpg)
პატრიარქი ბრძენია და სამართლიანი. მან ყველაზე კარგად უწყის, თუ რისი დამსახურებაა, რომ ქართველმა ერმა და ქართულმა სახელმწიფომ ხელისუფლების ძალისხმევითა და დახმარებით შედეგი დავდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გონებაში იხარშება ისე, რომ მართლმადიდებლობა ეს არის დემოკრატიის მუხრუჭი.
„ამ მავნებლებმა და ე.წ. რადიკალებმა ერთმანეთის „ჩაშვება“ დაიწყეს. მათ გონებაში იხარშება ისე, რომ მართლმადიდებლობა ეს არის დემოკრატიის მუხრუჭი. საპატრიარქო ქადაგებს კეთილშობილებას, სიყვარულს, გვერდში დგომას, გაძლიერებას, მართლმადიდებლობას, ეროვნულ ტრადიციებს. ბუნებრივია, მათ ეს არ მოსწონთ და ამიტომ უპირისპირდებიან“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025