18/01/2025
13:56
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი. პარიზელებმა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ €70 მილიონი გადაუხადეს.
Geo team-ი ხვიჩას ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც ახალი კლუბის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკკესა და კვარას შეხვედრას ასახავს.
კომენტარებში წერენ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა ლუის ენრიკეს არაერთხელ შესთავაზა სხვა ფეხბურთელების დამატება, თუმცა მას მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია სურდა…
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი მწვრთნელი ქართველთან 1 წლის განმავლობაში პირად კონტაქტში იყო."
ქართველი გარემარბის დებიუტი პარიზელების რიგებში 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.
ხვიჩა კვარაცხელია პარიზული გრანდის ღირსებას 2029 წლის ივლისამდე დაიცავს.
ასევე წაიკითხეთ:
ვამაყობ, რომ ამ დიდი კლუბის ფეხბურთელი გავხდი - ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს
პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას სოციალურ ქსელში 10 პოსტი მიუძღვნა [ფოტო-ვიდეო]
0
0
ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა
18/01/2025