18/01/2025
10:36
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ 7-ნომრიან მაისურს მოირგებს. ხვიჩა ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, სულ კი 50-ე ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც ამ გუნდში ითამაშებს.
„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე 10 პოსტი განთავსდა, რომლებზეც ხვიჩას ფოტოსესია, პოსტერები და ვიდეორგოლები განთავსდა. პოსტებს ათი ათასობით მოწონება, კომენტარი და გაზიარებები აქვს.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ხვიჩა!”, “ხვიჩა პარიზელია”, “ხვიჩა ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია” - აღნიშნულია პოსტების აღწერებში.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი კომენტარი გააკეთა „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტზე, რომელიც 17 იანვარს საღამოს გააფორმა და ძალაში 2029 წლამდეა.
„აქ ყოფნა ოცნებაა. „პარი სენ-ჟერმენზე“ ბევრი ძალიან კარგი რამ მითხრეს. უზომოდ ვამაყობ, რომ ამ დიდი კლუბის მოთამაშე გავხდი. ახლა მოუთმენლად ველოდები, ახალი გუნდის ფორმას როდის მოვირგებ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
მართალია, 2000-2002 წლებში „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, ლაშა ჯაკობიასაც აკავშირებდა, თუმცა პარიზელების ფორმით არ უთამაშია.
0
0