
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ირანელების ხელები „კვლავ სასხლეტზეა“.
ფეზეშქიანის თქმით, ირანი ლიბანელებს არასოდეს მიატოვებს.
„ლიბანში ისრაელის ხელახალი შეჭრა თავდაპირველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ეს მოტყუებისა და შეთანხმებებისადმი ერთგულების არარსებობის საშიში ნიშანია. ამ ქმედებების გაგრძელება მოლაპარაკებებს აზრს დაუკარგავს. ჩვენი თითები კვლავ სასხლეტზეა. ირანი არასდროს მიატოვებს თავის ლიბანელ დებსა და ძმებს“,- დაწერა ირანის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი ლიბანის მიმართულებით იერიშებს აგრძელებს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, „ჰეზბოლაზე“ დარტყმები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ისრაელში, ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სრულ უსაფრთხოება არ აღდგება.
0
0