თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში მაშველებმა მეოთხე ცხედარიც იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაცია “სფეისნიუსს” თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ დაუდასტურა. ის ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
მეოთხე ცხედრის პოვნა, ასევე დაგვიდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც.
მანუჩარ რობაქიძის ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 ადგილობრივი და ორი ჭიათურის რაიონში მცხოვრები.
როგორც ცნობილია, ტრაგედია სოფელ ზედა საზანოში დღეს მოხდა.
“მდინარესთან სულ 6 პირი იმყოფებოდა. როცა ერთ-ერთი მათგანი წყალში გადავარდა, რამდენიმე პირი მის დასახმარებლად მდინარეში შევიდა. სამი ცხედარი მალევე იპოვეს, ხოლო მეოთხე ცხედარი რამდენიმე წუთის წინ. გარდაცვლილთაგან, ორი მათგანი ადგილობრივი მკვიდრია, ორი კი ჭიათურიდანაა" , განუცხადა “სფეისნიუსს” მანუჩარ რობაქიძემ.
არსებული ინფორმაციით, მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა და მის დასახმარებლად წყალში კიდევ რამდენიმე ადამიანი გადახტა. მაშველებმა წყლიდან სამი ცხედარი ამოასვენეს. ერთი დაკარგული პირის ძებნა კი მდინარეში რამდენიმე საათს გაგრძელდა..
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025