თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში მაშველებელი ამ დრომდე ეძებენ ერთ დაკარგულ ახალგაზრდას, ამის შესახებ “სფეინიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, მაშველებმა სამი ცხედარი უკვე ამოასვენეს, ხოლო ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
“მდინარესთან სულ 6 პირი იმყოფებოდა. როცა ერთ-ერთი მათგანი წყალში გადავარდა, რამდენიმე პირი მის დასახმარებლად მდინარეში შევიდა. სამწუხაროდ, სამი ცხედარი ნაპოვნია, ხოლო მეოთხე პირის ძებნა-შველის ღონისძიებები გრძელდება”, განუცხადეს “სფეისნიუსს” ადგილობრივებმა.
არსებული ინფორმაციით, მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა და მის დასახმარებლად წყალში კიდევ რამდენიმე ადამიანი გადახტა. მაშველებმა წყლიდან სამი ცხედარი ამოასვენეს. ერთი დაკარგული პირის ძებნა კი მდინარეში გრძელდება.
“სფეისნიუსი” განაგრძობს დეტალების გარკვევას. ინფორმაცია განახლდება.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025