29/12/2023
09:09
მსოფლიო
"დონალდ ტრამპი გაბრაზებული უარყოფს ცნობილი საშობაო ფილმის რეჟისორის განცხადებას იმის შესახებ, რომ კამეაში მონაწილეობა ძალდატანებით მოახერხა", - ამის შესახებ BBC წერს.
საქმე ეხება ფილმს "მარტო სახლში 2: დაკარგული ნიუ-იორკში", რომლის ერთ-ერთი სცენაც, 1992 წელს, ტრამპის სასტუმროში გადაიღეს. ფილმში, რამდენიმე წამით, ტრამპიც ჩანს.
ფილმის რეჟისორმა, კრის კოლუმბუსმა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ ტრამპი დაჟინებით მოითხოვდა ფილმში გამოჩენას, თუ სასტუმროს ფილმის ლოკაციად გამოიყენებდნენ.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეპიზოდური როლი მხოლოდ რეჟისორების "ხვეწნა-მუდარის" გამო შეასრულა.
"ძალიან დაკავებული ვიყავი და არ მინდოდა ამის გაკეთება. ისინი ძალიან თავაზიანები, ტაქტიანები იყვნენ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა - შეუპოვრები. მე დავთანხმდი და დანარჩენი უკვე ისტორიაა", - აცხადებს ტრამპი.
0
0