
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა დიდმოწამე ევსტათი - პლაკიდასის ხსენებას აღნიშნავს.
ამ წმინდანისა და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი სოფელ ზემო ხოდაშენში, მეღვინეობა „ბადაგონის“ ინიციატივით შენდება, რომელიც დასრულებული სახით საპატრიარქოს გადაეცემა. ტაძრის საძირკველი 2022 წლის 3 ოქტომბერს, მეუფე დავით, ამბა ალავერდელის მიერ იკურთხა.
ტაძარი სამნავიანი იქნება, ორი ტრაპეზით: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის და დიდმოწამე ევსტათი პლაკიდას სახელობის, რომელიც რომაელთა ლაშქარში იმპერატორების - ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს მხედართმთავრად მსახურობდა. ის 118 წელს აღესრულა. აღიარებულია წმინდანად მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების მიერ. მისი ხსენების დღეა 20 სექტემბერი (მართლმადიდებლებისთვის 3 ოქტომბერი), ითვლება მეომრების, მონადირეების და მიწათმოქმედების მფარველად.
ალავერდის ეპარქიასთან, „მეღვინეობა ბადაგონს“ მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ, ბადაგონის დაფინანსებით მოხდა, ალავერდის მონასტრის რეაბილიტაცია, აღდგა და ამოქმედდა, მონასტრის 11-ე საუკუნის ისტორიული მარანი. მოხდა, დავიწყებას მიცემული, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიური წესის აღდგენა. ასევე, ალავერდის მამათა მონასტრის სიძველეთსაცავის აღდგენა - განახლება.
0
0