
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ უნგრეთსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება უკრაინას გზას უხსნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში.
„პრემიერ-მინისტრ მადიარის მიერ უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ უნგრეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გამოცხადება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ პროგრესს გზას უხსნის. ეს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, უკრაინასთან და მოლდოვასთან პირველი მოლაპარაკებების კლასტერის გახსნის სამუშაოები განაგრძონ“, – წერს კოსი სოციალურ ქსელში.
ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა და მოლდოვა უკვე ასრულებენ წევრი სახელმწიფოების მიერ დადგენილ კანონის უზენაესობის მოთხოვნებს.
„ახლა დროა, დავაჩქაროთ მათი გზა ევროკავშირის წევრობისკენ“, – წერს მარტა კოსი.
ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინასთან შეთანხმებას მიაღწია უნგრული ეროვნული უმცირესობის უფლებების შესახებ.
0
0