მარსიდან მიღებული მონაცემების შესწავლამ აჩვენა, რომ პლანეტაზე 12-დან 20 კილომეტრამდე სიღრმეში წყალია. წყალსაცავი მდებარეობს კლდოვან წარმონაქმნებში. ამის შესახებ BBC წერს.
2018 წელს მარსზე დაშვებული ამერიკული ზონდის სადესანტო მოდულზე სეისმომეტრი დამონტაჟდა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში აფიქსირებდა ვიბრაციას მარსის ქერქში. დაკვირვების შედეგები გამოქვეყნდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომების სამეცნიერო კრებულში.
Insight-ის მოდული მოქმედებდა მარსზე ამერიკული კოსმოსური სააგენტოს NASA-ს Discovery პროგრამის ფარგლებში.
მარსზე მიწისძვრების შესახებ ინფორმაციის ანალიზმა გამოავლინა თხევადი წყლისთვის დამახასიათებელი სეისმური სიგნალები. მიუხედავად იმისა, რომ მარსის პოლუსებზე გაყინული წყალია და ატმოსფეროში წყლის ორთქლის მტკიცებულება არსებობს, ახალი მონაცემები პლანეტაზე წყლის არსებობას ადასტურებს.
Insight-ის სამეცნიერო მისია 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. ოთხი წლის განმავლობაში ზონდმა დააფიქსირა 1319-ზე მეტი მიწისძვრა.
„მარსის წყლის ციკლის გაგება გადამწყვეტია კლიმატის, ზედაპირისა და მიწისქვეშა ევოლუციის გასაგებად“, - თქვა წამყვანმა მკვლევარმა დოქტორმა ვაშან რაიტმა კალიფორნიის უნივერსიტეტის სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტიდან. — მარსის ზედაპირის კვლევები აჩვენებს, რომ ძველად პლანეტაზე მდინარეები და ტბები იყო.
0
0