
მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო, – ამის შესახებ „სიენენი” ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გასულ კვირას, პუტინთან საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდებოდნენ, თუმცა, „სიენენი” წერს, რომ მოსალოდნელი შეხვედრა ამჟამად გადადებულია.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ აღარ გაიმართება მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრა, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუბიოსა და ლავროვს განსხვავებული მოლოდინები აქვთ ომის შესაძლო დასრულებასთან დაკავშირებით. ასევე უცნობია, თუ რა გავლენას მოახდენს რუბიო-ლავროვის შეხვედრის გადადება ბუდაპეშტში დაგეგმილ ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე.
როგორც „სიენენი” იუწყება, რუბიოსა და ლავროვის მოსალოდნელი შეხვედრა განიხილებოდა, როგორც საკვანძო მოსამზადებელი ნაბიჯი ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრისთვის.
0
0
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა
21/10/2025