
2 ერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პასუხი ჯო უილსონის შეკითხვაზე, თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "მეგობარი აქტის" ერთ-ერთი ინიციატორის დასმული შეკითხვა დეზინფორმაციული იყო.
"ქართული ოცნების" განცხადებით, ვაშინგტონს საქართველოსა და ზოგადად რეგიონთან მიმართებაში ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. რუბიოს პასუხს განსხვავებულად აფასებენ ოპოზიციაში.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, მარკო რუბიოს განცხადება ცალსახა იყო და მასში ორაზროვნება არ იკითხებოდა.
"მარკო რუბიომ თქვა, რომ მსოფლიოს იმ მნიშვნელოვან ნაწილში, სადაც საქართველოა, არადემოკრატიულ ხელისუფლებას როგორ მოექცევიან და საბოლოოდ რა იქნება მათთვის ყველაზე ეფექტური ზეწოლის საშუალება, ამას გადაწყვეტენ ადგილობრივი, რეგიონული ბიუროს და ადგილობრივი წარმომადგენლობის რჩევების მიხედვით. არ მგონია, რომ ამაში ორაზროვნება იყოს, ეს ცალსახა განცხადებაა", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
პარტია "თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" რუბიოსგან მიიღო შესაბამისი პასუხი, რასაც ასევე შესაბამისი ზომები მოჰყვება.
"მე მგონი, ყველამ, ვინც მოუსმინა ამ განცხადებას სრულად, კითხვა-პასუხის ჩათვლით და არა რაღაც დაჭრილ ფრაგმენტს, ნათელია, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოლიტიკა ყალიბდება ობიექტურად. ის ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში არის. შესაბამისი პასუხი მიიღეს მარკო რუბიოსგან. ამ პასუხს მოჰყვება შესაბამისი ზომები", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
0
0
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს
22/05/2025