
განვითარების მიზნები იშვიათად სრულდებოდა, არასტაბილურობა ხშირად უარესდებოდა, ანტიამერიკული განწყობები კი მხოლოდ იზრდება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც ეხება USAID-ის პროგრამის ოფიციალურად დასრულებას.
წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ამიერიდან უცხოური დახმარების პროგრამები ამერიკის ეროვნული ინტერესების შესაბამისად დაფინანსდება და სახელმწიფო დეპარტამენტის საშუალებით განხორციელდება.
მარკო რუბიო წერილში აღნიშნავს, რომ გლობალურ ასპარეზზე ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად სარგებლობენ აშშ-ის გულუხვობით, როგორც წესი, არ აქვთ საპასუხო რეაგირება.
„მაგალითად, 2023 წელს სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, გაერო-ში მნიშვნელოვანი რეზოლუციების მხოლოდ 29 პროცენტს მისცეს ხმა, მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან 165 მილიარდი დოლარის დაფინანსება მიიღეს. ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იმავე პერიოდში 89 მილიარდ დოლარზე მეტი იქნა ინვესტირებული ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც აშშ-მა კეთილგანწყობის უფრო დაბალი რეიტინგი მიიღო, ვიდრე ჩინეთმა, ყველა ქვეყნაში, გარდა მაროკოსი.
სააგენტოს მიერ ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე 1991 წლიდან 9.3 მილიარდი დოლარის დახარჯვამ, რომლის ბენეფიციარებს შორის „ჰამასის“ მოკავშირეები იყვნენ, შეერთებული შტატების მიმართ მადლიერების ნაცვლად, უკმაყოფილება გამოიწვია. კარგად ცხოვრობდნენ მხოლოდ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი პირები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების წესით ტკბებოდნენ, ხოლო ისინი, ვისაც ისინი უნდა დახმარებოდნენ, კიდევ უფრო უკან წავიდნენ. მთავრობის მიერ სანქცირებული არაეფექტურობის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ბოლოს და ბოლოს გვექნება უცხოური დაფინანსების მისია ამერიკაში, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – ნათქვამია მარკო რუბიოს წერილში.
0
0