
უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში იხილავთ კონკრეტულ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს გარკვევას, შევძლებთ თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებას და ამ ომის დასრულებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფიქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატიური ძალისხმევა უახლოეს პერიოდში გააქტიურდება, რომლის მიზანიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა.
ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პროცესის წარმატება გარანტირებული არ არის.
„გვესმის ისიც, რომ ორივე მხარეს საკმაოდ მკაფიო „წითელი ხაზები“ აქვს. ვიდრე ამ „წითელი ხაზების“ გარკვეულწილად დაახლოებას ვერ შევძლებთ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნა რუბიომ.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, სავარაუდოდ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში კიევს ეწვევიან.
0
0
„ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაცია დასრულდა
01/08/2026