
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მომავალ კვირაში დანიისა და გრენლანდიის ლიდერებს შეხვდება.
ჟურნლისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ გრენლანდიის დაკავებას, რუბიომ განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადებას დანიისა და გრენლანდიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
რუბიომ ასევე ისაუბრა ვენესუელაზე და აღნიშნა, რომ აშშ-ს ვენესუელის მთავრობაზე „უზარმაზარი კონტროლი“ აქვს.
„მთავარი ის არის, რომ ამჟამად არსებობს პროცესი, სადაც ჩვენ უზარმაზარი კონტროლი და ბერკეტები გვაქვს იმაზე, რას აკეთებენ და რას შეუძლიათ დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკეთონ. თუმცა, ცხადია, ეს გარდამავალი პროცესი იქნება“, – განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ვენესუელელმა ხალხმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს.
„საბოლოო ჯამში, ვენესუელელ ხალხზე იქნება დამოკიდებული საკუთარი ქვეყნის ტრანსფორმაცია. მესმის, რომ იმ ციკლსა და საზოგადოებაში, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, ყველას სურს მყისიერი შედეგები. მათ სურთ, ეს ერთ ღამეში მოხდეს. ეს ასე არ იმუშავებს, მაგრამ ახალი შეთანხმებით ჩვენ უკვე ვხედავთ გარკვეულ პროგრესს“, – განაცხადა რუბიომ.
0
0