
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მალე გახდება ცნობილი უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ ახალი ინფორმაცია, რომელიც პენტაგონის დონეზე იყო შეჩერებული.
მარკო რუბიომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ესკალაციის რისკი უფრო რეალურია, ვიდრე აქამდე.
„ეს უწყებათაშორისი პროცესია და რამდენიმე შეფერხება იყო, მაგრამ ვფიქრობ, მალე სიახლეები იქნება. ბოლო რამდენიმე თვეში შეიცვალა ერთი დინამიკა – უკრაინა სულ უფრო ეფექტურად ახორციელებს შორ მანძილზე დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე და რუსული ეკონომიკის კრიტიკული კვანძების წინააღმდეგ. ეს გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ომის დასრულება. ესკალაციის რისკი რეალურია, გაცილებით უფრო რეალური, ვიდრე ორი წლის წინ იყო“, – განაცხადა აშშ- ის სახელმწიფო მდივანმა.
0
0