12/01/2026
19:12

უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტერიტორიებთან დაკავშირებით — „კი ან არა“,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
„და, რა თქმა უნდა, რჩება ტერიტორიის ძალიან სენსიტიური საკითხი. ძალიან სენსიტიურია და, საბოლოო ჯამში, სწორედ უკრაინის მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება: რისი გაკეთება სურთ მათ — კი თუ არა — როდესაც საქმე ტერიტორიას ეხება. მაგრამ ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ იმ მომენტში, როდესაც ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილების ხელმოწერა მოუწევთ, მათ ექნებათ არა მხოლოდ საკუთარი შეიარაღებული ძალების, არამედ თანამომხრეების კოალიციისა და შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა, რომლებიც ერთობლივად განამტკიცებენ გარანტიას, რომ რუსეთი აღარ გაიმეორებს იმას, რაც 2014-2015 წლების შემდეგ გააკეთა“.- განაცხადა რუტემ.
0
0