
ნატო გადამწყვეტია არა მხოლოდ ევროპის, არამედ აშშ-ის თავდაცვისთვისაც. აშშ რომ იყოს უსაფრთხოდ, საჭიროა, უსაფრთხო არქტიკა, უსაფრთხო ატლანტიკა და უსაფრთხო ევროპა. ყველა პოლიტიკოსმა და სამხედრომ ეს იცის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
რუტემ ასევე ისაუბრა გრენალდნიის გარშემო აშშ-ს და ნატოს მოკავშირეებს შორის არსებულ დავაზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დახურულ კარს მიღმა მუშაობს.
კითხვაზე ახსენდება თუ არა მას შემთხვევა, როდესაც ნატო-ს ერთი მოკავშირე მეორეს ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება. მარკ რუტემ საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა დაასახელა.
„იყო სხვა მომენტებიც, როდესაც ალიანსის შიგნით იყო დაძაბულობა და ჩემი წინამორბედები არასდროს აკეთებდნენ ამაზე საჯარო განცხადებებს. ეს შეუძლებელია, რადგანაც როგორც კი ამას გავაკეთებ, უკვე ვეღარ შევძლებ სხვა ლიდერებთან ერთად დაძაბულობის ხარისხის შემცირებას. სწორედ ამის გამო ვერ მოისმენთ ამ საკითხზე ჩემს კომენტარს. თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ მე არმ საკითხზე დახურულ კარს მიღმა ვმუშაობ. ამას საჯაროდ ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა რუტემ.
მისივე თქმით, ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია გრენლანდიის გარშემო დავის მოგვარება, არის გონივრული დიპლომატია. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, არქტიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ისე ევროპელი მოკავშირეების მართლები არიან.
„ჩვენ უნდა დავიცვათ არქტიკა. ვიცით, რომ საზღვაო გზები იხსნება, ვიცით, რომ რუსეთი და ჩინეთი ძალიან გააქტიურებულები არიან არქტიკაში. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ არქტიკის დასაცავად რუსეთის და ჩინეთის ზეგავლენისგან“, – განაცხადა რუტემ.
0
0