
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, „ფრთხილი ოპტიმიზმითაა“ განწყობილი, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდება.
„სჯობს, არ ვისაუბროთ ჰიპოთეტურ სცენარებზე, რადგან ჩემი ვარაუდით, კვლავ ფრთხილი ოპტიმიზმით, საქმეები შეიძლება პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ამასთან, როგორც მარკ რუტემ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დონალდ ტრამპმა ნათლად გამოხატა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე პირადად მისი ერთგულება ალიანსის მიმართ.
„ვიცი, რომ ზოგიერთს შესაძლოა, ჰქონდეს შეშფოთება ნატო-ს მომავალზე. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად გამოხატა აშშ-ის ვალდებულება და მისი პირადი ერთგულება ნატო-ს მიმართ. ასევე ნათლად გამოხატა მოლოდინი, რომ ჩვენ, ევროპაში, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ თავდაცვის ხარჯების კუთხით“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
0
0