
დემოკრატიისა და ლიბერალიზმის ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფაქტობრივად ჩამოინგრა და გაერთიანებული დასავლეთი, როგორიც ის ათწლეულების განმავლობაში იყო, აღარ არსებობს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR) დირექტორი და თანადამფუძნებელი მარკ ლეონარდი „პოლკიტიკოსთვის“ სტატიაში წერს.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკამ დააჩქარა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დაშლა და შეარყია შეერთებული შტატების მიმართ ნდობა ევროპელ მოკავშირეებს შორისაც კი.
ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ სულ უფრო მეტი ევროპელი აღიქვამს ვაშინგტონს არა მოკავშირედ, არამედ მეტოქედ ან საფრთხედ.
ამასთან, ECFR-ისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, მხოლოდ ყოველი ექვსი ევროპელიდან ერთი მიიჩნევს შეერთებულ შტატებს მოკავშირედ; გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ეს მაჩვენებელი 30%-ს უახლოვდება, ხოლო შვეიცარიაში – 39%-ს.
ლეონარდი ასკვნის, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ ევროპა აღიქმება ცალკე გეოპოლიტიკურ მოთამაშედ და არა ერთიანი დასავლეთის ნაწილად. ამასთან, რუსეთში შეერთებული შტატების მიმართ მტრული განწყობა შემცირდა, ხოლო ევროკავშირის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მკვეთრად გაიზარდა.
„ჩვენ ძალის მეთოდით მართულ სამყაროში ვცხოვრობთ. ასეთ სამყაროში თქვენ ან პოლუსი ხართ საკუთარი გავლენის სფეროთი, ან დამკვირვებელი სხვისი გავლენის სფეროში“, – აცხადებს ლეონარდი სტატიაში.
0
0