22/06/2023
16:03
მსოფლიო
52 წლის ილონ მასკი და 39 წლის მარკ ცუკერბერგი ვეგასის ოქტაგონზე ორთაბრძოლის გამართვაზე შეთანხმდნენ.
ივნისის დასაწყისში ცუკერბერგის Meta-მ Twitter-ის კონკურენტი პლატფორმის შექმნის გეგმაზე ისაუბრა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ Twiter-ზე დადებული ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგი ორთაბრძოლაში გამოიწვია.
Meta-ს ხელმძღვანელმა მასკის კომენტარის სქრინი გააზიარა წარწერით "ლოკაცია ჩამიგდე". Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ორთაბრძოლისთვის ვეგასში მდებარე, UFC-ისთვის განკუთვნილი ოქტაგონი აირჩია.
"არასდროს ვვარჯიშობ, ჩემი შვილების აყვანას და ჰაერში აგდებას თუ არ ჩავთვლით". - დაწერა მასკმა. საპირისპიროდ, ცუკერბერგი ბოლო დროს ჯიუ ჯიცუს ტურნირებში მიღწეული წარმატებებით იწონებს თავს.
გასული წლის მარტში მასკმა ორთაბრძოლაში პუტინიც გამოიწვია.
0
0