,,ათზე მეტი მარჯნის კუნძული, რომლებიც ავსტრალიის საზღვაო საზღვრებთან მდებარეობს, გაქრობის საფრთხის წინაშეა. მრავალი ტიპის დატვირთვა, ასევე ზღვის დონის აწევა, საფრთხეს უქმნის მათ არსებობას. მარჯნის კუნძულების გაქრობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ქვეყნის საზღვაო საზღვრების მასშტაბზე. კუნძულები ავსტრალიის იურისდიქციას აფართოებს, რადგან ქვეყნის ტერიტორიის მილიონზე მეტი კვადრატული კილომეტრი მათ არსებობაზეა დამოკიდებული,“ - ნათქვამია კვლევაში.
ფაქტორებზე დაყრდნობით, კვლევაში შეფასებულია 56 კუნძული - რამდენად დაუცველები არიან ისინი სიცხისა და დატბორვის მიმართ.
მოხსენებაში, რომელიც ჟურნალ Science of the Total Environment-ში გამოქვეყნდა, მიჩნეულია, რომ ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ მეჩეჩზე, სამი კუნძული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხის "ძალიან მაღალი რისკის ქვეშ" არის. ქუინსლენდის სანაპიროსთან მდებარე კიდევ 11 კუნძული ასევე კლასიფიცირებულია, როგორც მაღალი რისკის ქვეშ მყოფი.
კვლევაში ნათქვამია, რომ კუნძულების გაუჩინარების რისკს ასევე რთული გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება.
,,კუნძულები უზრუნველყოფენ დიდი რაოდენობით ტერიტორიას, რომელზეც ავსტრალიას თევზაობის, ტრანსპორტირებისა და მინერალების მოძიების უფლება აქვს. ავსტრალიის სანაპირო მენეჯმენტი მარჯნის კუნძულების გადარჩენაზეა დამოკიდებული. წიაღისეული საწვავის მოხმარების შესამცირებლად გარკვეული ზომების მიღებით შეიძლება კუნძულების დაშლის პროცესი შენელდეს", - განუცხადა BBC-ს სიდნეის უნივერსიტეტის დოქტორმა თომას ფელოუსმა.
როგორც ცნობლია, მარჯნის კუნძულებს ზღვის დონიდან დაბალი სიმაღლე აქვს. ისინი მარჯნის ნამსხვრევებით წარმოქმნილი ნალექებისგან შედგება. მარჯანს ავსტრალიის წყლებში საფრთხე ემუქრება. კლიმატის ცვლილების (მათ შორის მასობრივი გაუფერულების მოვლენების - ფენომენი, როდესაც დაწნევის ქვეშ მყოფ მარჯნებს წყალმცენარეები შორდება, რომლებიც მათ სპეციფიკურ ფერს ანიჭებს) გამო, დიდმა ბარიერულმა რიფმა მარჯნების ნახევარზე მეტი დაკარგა.
0
0