18/07/2023
22:52
საზოგადოება
მარიკუნა მიქატაძეს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ. ამის შესახებ მარიკუნას ბიძამ, ილია ფერაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
ჯერჯერობით პანაშვიდისა და დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ გია ფერაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა მისი გარდაცვალების მიზეზიც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერდა, რომ მარიკუნა, გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში, ქუჩაში, იყო მარტო.
"გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა“, – აღნიშნავდა ჟორჟოლიანი..
გარდაცვლილის ბიძა ილია ფერაძე ამბობს, რომ ბოლო დროს ძმისშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია, მისი ინფორმაციით, მარიკუნას საქართველოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ.
“ყველაფერი “ფეისბუქიდან” გავიგე, ერთი რამე რაც ვიცი, მარიკუნას ოთხშაბათს ჩამოასვენებენ. რა იქნება, პანაშვიდები, როგორ იქნება, არ ვიცი, სამწუხაროდ, ის ცალკე, თავისთვის ცხოვრობდა და ჩემს ოჯახთან არ ჰქონდა ურთიერთობა.
ბიძინა გარკვეული მიზეზების გამო არ იყო საქართველოში, შორს მუშაობდა. დასთან არც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. როგორც ვიცი, ოთხშაბათს ჩამოასვენებენ. გულგახეთქილი ვარ, ჩემი ძმისშვილი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო დროს არ გვქონდა ურთიერთობა.
მარიკუნა ორჯერ იყო დაოჯახებული, პირველი მეუღლისგან გოგონა ჰყავს.
საბერძნეთში თავისი მეგობრის ოჯახის მიწვევით იყო.
გარდაცვალების დეტალებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, იმის გარდა, რაც საჯაროდ იწერება.” – ამბობდა ილია ფერაძე.
მსახიობ გია ფერაძეს ოთხი შვილი ჰყავდა. მარიკუნა მიქატაძე მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა. მარიკუნა მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედის გარეშე დარჩა, რის მერეც ბაბუამ და ბებიამ – ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
0
0