
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მარიჯანის ქუჩაზე არსებული ობიექტი, სადაც ძლიერი ქარის შედეგად კედელი ჩამოიშალა, კომპანია „ცენტრ პოინტს" ეკუთვნის.
კალაძის თქმით, ობიექტზე არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს და საჭიროა, მოხდეს მისი სრული დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება.
"არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული იმასთან დაკავშირებით, რომ მარიჯანის ქუჩაზე იყო მშენებარე ობიექტი. არანაირი მშენებარე ობიექტი იქ არ ყოფილა. ეს არის ძველი აშენებული შენობა "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების და ეს აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი მათგანია. ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობა ეკუთვნის "ცენტრ პოინტის" დაზარალებულ ოჯახებს, რომელიც არ აშენებულა, გაჩერებულია და მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ აშენდეს თანამედროვე შენობა-ნაგებობა, რათა ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ნორმალურ პირობებში იცხოვრონ და იმ გადახდილი თანხებით რაც აქვთ, ჩვეულებრივად მიიღონ საცხოვრებელი ფართები. არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს", - განაცხადა კალაძემ.
0
0