24/01/2023
08:27
სამართალი
თბილისში, ლილო არენასთან გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის მარიამ ბადალაშვილი ემსხვერპლა, სამი გოგონა კი მძიმე მდგომარეობაში კვლავ კლინიკაში იმყოფება.
მათ რთული ოპერაცია სჭირდებათ, ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი მარიამ ბადალაშვილის ნათესავი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ის ემოციურ პოსტში ავარიის დეტალებზეც წერს:
„აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი მარიამ ბადალაშვილი.
ეს ლამაზი, 17 წლის ანგელოზი გოგონა ჩემი დეიდაშვლის ბავშვია. იგი გუშინ ლილოში ვიღაც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზეხელაღებულ მანქანით დრაფტაობას შეეწირა.
მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა ვიღაც თავზეხელაღებული მანქანის მძღოლი, დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე.
ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
მძიმე მდგომარეობაში არის ის სამი გოგონაც.
სჭირდებათ რთული ოპერაციები. ასე მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე ციმციმა ანგელოზს ვეძახდით.
ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად დრაფტაობდა. გრცხვენოდეთ!!!!
არა, ბატონებო, მარიამი და მისი მეგობრები ამხანაგის დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად იყვნენ ლილოში და შემდეგ ფესტივალზე შევიდნენ.
სწორედ, ფესტივალიდან გამოსულებს გაჩერებაზე დაეჯახა ნაძირალა მძღოლი, და აქვე ვიტყვი იმასაც, რომ არც ერთმა ტელევიზიამ ეს უმძიმესი ტრაგედია არ გააშუქა!
ისმის კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ იმ მკვლელი ბიჭის ოჯახი ვინმე დიდი ბობოლაა თუ უბრალოდ ჟურნალისტების ნათესავები არ არიან, ან ვინმე ცნობადი ოჯახის შვილები არ არიან და მათი ტრაგედია ტრაგედიად არ აღიქმება?!!!
სამაგიეროდ, ტელევიზები სერიულ მკვლელებს ლამის ტელევარსკვლავებად წარმოაჩენენ...გრცხვენოდეთ...“ წერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მარიამის ნათესავი.
0
0