25/07/2024
11:26
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ საქართველოს შესაძლო შესვლის საკითხზე კომენტარი გააკეთა. NEWS.ru-ს შეკითხვაზე, ზახაროვამ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს გაწევრიანდება, თუ არა რომელიმე ასოციაციაში. თუმცა, განცხადებები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) ქვეყნის სავარაუდო მოწვევისა და სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში დახმარების შესახებ, ეს არ არის რუსეთის ოფიციალური პოზიცია.
„ეს არ ეხება რუსეთის ოფიციალურ მოსაზრებას. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ყოველი სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა - ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შეუერთდეს ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან სტრუქტურას, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ამ ორგანიზაციების შესაძლებლობების გამოყენებით“, - განაცხადა ზახაროვამ.
0
0