
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ულტიმატუებისა და მუქარის ენა რუსეთისთვის მიუღებელია. ამის შესახებ მარია ზახაროვამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მას კომენტარის გაკეთება სთხოვეს დონლად ტრამპის განცხადებაზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინას უახლეს ამერიკულ შეიარაღებას მიაწვდის და მოსკოვისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ ტარიფებს დააწესებს, თუ 50 დღეში უკრაინაში ზავი არ იქნება მიღწეული.
„ულტიმატუმების ენა, შანტაჟი და მუქარა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების უსაფრთხოების უზრუვლესაყოფად და მათ დასაცავად. ასეთ პირობებში სპეციალური საომარი ოპერაციის მიზნების მიღწევა, რაც არის უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, უფრო აქტუალური ხდება“, – განაცხადა ზახაროვამ.
0
0