
ძალიან სამწუხაროა ის, რაც ქართველი ხალხის თავს ხდება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
მისი თქმით, რეჟიმზე მეტი ზეწოლაა საჭირო და ეს საკითხი უნდა იყოს განხილული.
„ძალიან სამწუხაროა ის, რაც ქართველი ხალხის თავს ხდება. ამ რეჟიმზე მეტი ზეწოლაა საჭირო. ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველ ხალხს და ასევე, ჩვენ სხვადასხვა შეზღუდვებსა და აკრძალვებს ვუწესებდით ამ რეჟიმის სხვადასხვა ლიდერებს“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. მისი განმარტებით, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ზუსტდება გრანტების განმარტება, ასევე, გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
0
0