23/10/2021
13:44
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციონერი მერი ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ ხალხი არის ბრძენი და მოძალადეს, მკვლელებსა და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს.
„გუშინ მოვისმინეთ მათი დემაგოგია. აქვე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ, როდესაც ეს გამოგონილი, აბსურდული, ე.წ. რეფერენდუმი მოიგონეს და თვითმმართველობის არჩევნებს მიაბეს, დათქმა ჩაგვადებინეს იმ შეთანხმებაში და დაუკავშირეს შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებს. ამით ხომ ხაზი გადაუსვეს ყველაფერს, მუნიციპალიტეტის არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნებას თვითონ, კონსტიტუციას, კანონს, აბსოლუტურად ყველაფერს. ეს ადამიანები გუშინ გამოვიდნენ, იციან, რომ აგებენ და კიდევ მივმართავ – წააგებთ ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას აღარ დაგანგრევინებთ. ერთხელ უკვე დაანგრიეს ამ ადამიანებმა ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არ მივცემ არავის.
მათი ორმაგი სტანდარტი, კლასიკური ნიმუში – ერთის მხრივ, მთელი კონსტიტუცია საერთოდ უგულებელყვეს, კანონი, თვითმმართველობის ცნება მთლიანად. გუშინ, რაც მე სიმართლე ვთქვი და ასეც არის, იმიტომ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რეგიონში, მხარეში, იქ ცენტრალური მთავრობის უამრავი სამსახურის არსებობს და გინდა არ გინდა, უწევთ კოორდინაცია, ურთიერთობა.
ამას გარდა, მე მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და არ მცალია, არც კობა ნაყოფიასთვის, არც ანზორ მელიასთვის და მათ ვერ დაველოდებით ამ საქმის გასაკეთებლად. მაქვს გეგმები, რომ ბიუჯეტი გავუზარდო თვითმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს, ძალიან მასშტაბური განახლების პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ განახლებული რეგიონების ფარგლებში. ოპოზიციონერი მერი ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ ხალხი არის ბრძენი და ხალხი მოძალადეს და კასტილებიანს, მკვლელებს მჩაგვრელებს აღარ აირჩევს“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0