
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, მისთვის მიცემული 48 საათიანი ვადა, ხვალ 12 საათამდე იწურება და ამ დროის მანძილზე შეეცდება უკრაინის საზღვრის გადაკვეთას.
როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, კიევიდან საზღვრამდე ავტომობილის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს და ქვეყნის დატოვების პროცესი საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული.
"დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის ხვალ 12 საათამდე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ხვალ 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო.
მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.
ცნობისთვის, ქართველმა დიპლომატმა დღეს განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ იგი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გუშინ შეხვდა, რომელმაც თბილისში დაბრუნება და მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციების გამართვა სთხოვა.
0
0