თბილისში მოცეკვავე, მარი ბაბეტა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ახალგაზრდა ქალი ავტოავარიას ემსხვერპლა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მარი ბებეტას მეგობარი ჰყვება, რომ ახალგაზრდა ქალს ერთი შვილი დარჩა.
„გუშინ მოხდა ავარია, 14 წლის შვილი დარჩა, მანქანას შეუვარდა შარდენთან, „სტელასთან“ სხვა არაფერი ვიცი...“ - ამბობს გარდაცვლილი მოცეკვავის მეგობარი.
იყო თუ არა ეს მკვლელობა, თუ 35 წლამდე ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ამას გამოძიება დაადგენს.
პოლიციამ უნდა დაადგინოს ისიც, ემუქრებოდა თუ არა ცნობილ მოცეკვავეს, ყოფილი მეგობარი მამაკაცი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
დადგენილია, რომ მარი ბაბეტა საზარელ შემთხვევამდე, შარდენზე ერთ-ერთ კლუბში მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
რა მოხდა კლუბიდან გამოსვლის შემდეგ უცნობია. მედიასთან კომენტარს საქმის ოქროს მოწმე არ აკეთებს. ის პოლიციამ უკვე გამოკითხა.
ერთ-ერთი, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავარიამდე, ქალმა თვითმკვლელობაც სცადა. ის მტკვარში გადახტომას ცდილობდა.
საგამოძიებო მოქმედებები დილამდე გაგრძელდა.
0
0