თბილისში ცნობილი მოცეკვავე, მარი ბაბეტა გარდაცვლილი ნახეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მოცეკვავე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მას ერთი შვილი დარჩა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
იყო თუ არა ეს მკვლელობა, თუ 35 წლამდე ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ამას გამოძიება დაადგენს.
პოლიციამ უნდა დაადგინოს ისიც, ემუქრებოდა თუ არა ცნობილ მოცეკვავეს, ყოფილი მეგობარი მამაკაცი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
დადგენილია, რომ მარი ბაბეტა საზარელ შემთხვევამდე, შარდენზე ერთ-ერთ კლუბში მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
რა მოხდა კლუბიდან გამოსვლის შემდეგ უცნობია. მედიასთან კომენტარს საქმის ოქროს მოწმე არ აკეთებს. ის პოლიციამ უკვე გამოკითხა.
ერთ-ერთი, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავარიამდე, ქალმა თვითმკვლელობაც სცადა. ის მტკვარში გადახტომას ცდილობდა.
საგამოძიებო მოქმედებები გვაინ ღამემდე გაგრძელდა.
0
0