16/12/2022
18:58
პოლიტიკა
"ქალბატონო სალომე, მიკროფონის გარეშე საუბრის გამო გაძლევთ გაფრთხილებას, შემდეგ ჯერზე დაგატოვებინებთ დარბაზს," - ასე მიმართ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს.
მიუხედავად გაფრთხილებისა, დეპუტატმა მიკროფონის გარეშე მაინც გააგრძელა რეპლიკა სხდომათა დარბაზში, რის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს მოუწოდა, სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ სალომე სამადაშვილი.
"ქალბატონო სალომე, მიკროფონის გარეშე საუბრისთვის მოგეცით გაფრთხილება, შემდეგ დავხურავ სხდომას და დაგატოვებინებთ დარბაზს" - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ “ლელოს” წარმომადგენელს, თუმცა სამადაშვილი სხდომათა დარბაზიდან მაინც საუბრობდა, რის გამო შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
"სხდომა დახურულია, მანდატურო, გაიყვანეთ ქალბატონი სალომე დარბაზიდან".
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში დეპუტატის კითხვებს პასუხობს.
0
0