
მანჩესტერის მერი ენდი ბერნჰემი, რომელიც კირ სტარმერის მთავარ კონკურენტად განიხილება ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისთვის, აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს სტარმერის თანამდებობიდან გადაყენების მცდელობებს.
„ბიბისისთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ მზად არის, შიდაპარტიულ ბრძოლაში ჩაერთოს ისე, როგორც ეს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, უეს სტრიტინგმა გააკეთა.
„სტრიტინგმა, როგორც ჩანს, ლიდერობისთვის ბრძოლა დაიწყო, ამიტომ, თუ ასეთი ბრძოლა იქნება, მეც შევეცდები, მას შევუერთდე. ჩემს გუნდს ვუთხარი: საკითხი საფუძვლიანად განვიხილოთ და შესაბამისი პოლიტიკა შევიმუშავოთ“, – განაცხადა ბერნჰემმა.
ცნობისთვის, 18 ივნისს მეიკერფილდის ოლქში შუალედური არჩევნები გაიმართება, რომელშიც ბერნჰემი მონაწილეობას მიიღებს. მედიის შეფასებით, არჩევნებში გამარჯვება მას გზას გაუხსნის ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობის პოსტისკენ.
0
0