
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა, საზოგადოება და შტატების მთავრობები სერიოზულად უნდა მოეკიდონ ქალთა უსაფრთხოებას. ამასთან, იგი, დაშინების მიზნით, ქალთა მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებზე სასჯელის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისკენ მოუწოდებს.
ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ღრმად არის შეშფოთებული ქალთა გაუპატიურებისა და ძალადობის შემთხვევების გამო და შტატების მთავრობებს კრიმინალების წინააღმდეგ უსწრაფესად მოქმედებისკენ მოუწოდა.
ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და ვინც ასეთ დემონურ ქმედებებს ჩაიდენს მკაცრად უნდა დაისაჯოს. სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ჩვენი დედების, დების და ქალიშვილების მიმართ განხორციელებულ სისასტიკეზე. ამ სისასტიკეების გამო ხალხში რისხვა სუფევს. მე ვგრძნობ ხალხის გამძვინვარებას.
დასჯის შიში უნდა ჩაენერგოთ დამნაშავეებს. „მათ, ვინც ასეთ ცოდვებს ჩაიდენს, უნდა იცოდნენ, რომ ჩამოახრჩობენ“, - ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ აუცილებელია ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უსწრაფესი გამოძიება და შემზარავ ქმედებებში დამნაშავეთა დაუყოვნებლივ და უმკაცრესად დასჯა.
პრემიერ-მინისტრ ნარენდა მოდის ეს კომენტარები კალკუტის სახელმწიფო საავადმყოფოში გამოსაცდელი ვადით მიღებული ექიმის გაუპატიურება-მკვლელობის ფონზე გაკეთდა. ასპირანტურის მეორე კურსელი ექიმის ცხედარი საავადმყოფოს სასემინარო დარბაზში 9 აგვისტოს იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მკვლელობამდე მასზე სექსუალურად იძალადეს. ღამის მორიგე ექიმების დაკითხვის შედეგად მიღებულმა ინფორმაციამ და ირიბმა სამხილებმა შესაძლებელი გახადა სავარაუდო დამნაშავის გამოკვეთა და მისი დაკავება.
0
0