კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი, პირველი არხის ჟურნალისტის გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:
“ძალიან მეწყინა გიორგი კობერიძის გარდაცვალება. ვიზიარებ ოჯახის დიდ მწუხარებას! მან თავი პროფესიონალიზმით, ზომიერებითა და ზრდილობით დაგვამახსოვრა. ვგულშემატკივრობდი სენთან ბრძოლაში და, როგორც ყველას, იმედი მქონდა, რომ მალე დაბრუნდებოდა ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებზე თავისი კითხვებით. განისვენე მშვიდად!” - წერს წულუკიანი.
“გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული. იგი, როგორც პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობით აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ”. - აღნიშნულია პირველი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0