"საზოგადოებრივი მაუწყებლის" რეპორტიორი, ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა.
გიორგი კობერიძე მძიმე სენს ებრძოდა.
"წარმოუდგენელი ტრაგედია და უსამართლობაა გიორგის გარდაცვალება. ამდენი გულშემატკივრის თავზრდამცემი მარცხი. ქართულმა მედიამ დაკარგა ერთი ვეებერთელა გულის ერთგული მეგობარი. ჩემო პირველარხელებო, სამძიმარი თქვენ და მადლობა, სამაგალითო გვერდში დგომისა და ბოლო წამამდე შეუპოვარი ბრძოლისთვის, - წერს მიშა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში.
"წარმოუდგენელი ტრაგედია და უსამართლობაა გიორგის გარდაცვალება.. ამდენი გულშემატკივრის თავზრდამცემი მარცხი.ქართულმა მედიამ დაკარგა ერთი ვეებერთელა გულის ერთგული მეგობარი".
"რატომ?? რატომ?? ისე მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდი .. გავიმარჯვებდით..როგორ გაპატიო ეს დამარცხება მიყვარხარ აუცილებლად შევხვდებით", - წერენ მისი მეგობრები.
ორი თვის წინ, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული კობერიძე სოციალურ ქსელში წერდა:
"ვბრუნდებით საქართველოში თითქმის სამი თვის განმავლობაში სტამბოლში მკურნალობის კიდევ ერთი კურსი გავიარე. (ქიმიოთერაპიები და დონორისგან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა)ექიმებმა რეაბილიტაცია და მკაცრი რეჟიმი შემდეგი ერთი წლის განმავლობაშიო - არა ხალხმრავლობა, არანაირი ვირუსი და მკაცრი დიეტა.
თავს მხნედ ვგრძნობ ყველას ძალიან დიდი მადლობა სიყვარულისთვის, მოკითხვისთვის, მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის ჩემი მაგალითით მინდა ვთქვა, რომ ჩემი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, (მწვავე მეილობლასტური ლეიკემია) უჯრედების გადანერგვაზე და ქიმიოთერაპიებზე, ჯანდაცვისა და მერიის ფინანსური პროგრამები ძალიან დიდი დახმარებაა" - წერდა გიორგი კობერიძე.
გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული. იგი, როგორც პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობით აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. - აღნიშნულია პირველი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიაჰოლდინგი “სივრცეები” უერთდება სამძიმარს კოლეგის, მეგობრის გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს გიორგი კობერიძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, ქართულ მედიას.
0
0