
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის დაშორების შესახებ უკრაინულ მედიაში ინფორმაციები უკვე ვრცელდება. მედიის ცნობით, იასკომ საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი მთელი ქონება დედაზე იყო რეგისტრირებული. ამის შესახებ გამოცემა Strana.ua იუწყება.
გამოცემის ცნობითვე, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ქალიშვილი ალისა-მარია (ამჟამად 2,5 წლის) ქართველი მომღერლისგან, სოფო ნიჟარაძისგან ჰყავს, რომელიც დედასთან იზრდება. სააკაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ გოგონა მისი შვილი იყო და ბავშვის ფოტოები როგორც ციხის, ასევე კლინიკის კედლებზეც უკიდია.
მედიის აზრით, უკრაინელი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის გრძნობებით თამაშობდა და ანგარებიანი დამოკიდებულება ჰქონდა. სახალხო დეპუტატს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საკუთრების უფლების მოპოვება სურდა.
"მან ორსულობა მოიგონა. მიშას და დედამისს უთხრა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ამგვარად, აიძულა მას გადაეღო ვიდეო აღიარება მათი ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის საქართველოში წასვლამდე. როდესაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ვიდეო თავად გაასაჯაროვა" - განმარტავს წყარო ექს-პრეზიდენტის ახლო წრიდან.
მათი ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა, როდესაც გაირკვა, რომ მიშას მთელი ქონება დედის სახელზე იყო რეგისტრირებული.
ასევე, წყაროს ცნობით, იასკო ეჭვიანობდა პატარა ელის-მარიაზე, სთხოვა ბავშვის სურათები კამერაში არ ჰქონოდა გამოფენილი.
"მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ, ექსპრეზიდენტი ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანოს, უკრაინაში ცალკე დრამა მიმდინარეობს, რომელიც უკავშირდება მის ურთიერთობას უმაღლესი რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან" - წერს უკრაინული გამოცემა Strana.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს და ლიზა იასკოს საერთო შვილი ჟასმინ იასკო ჰყავდათ, რომელსაც გიული ალასანიამ კიევში მდებარე ბინა გადაუფორმა.
კიდევ ერთი შვილის არსებობის შესახებ, აქამდე მიხეილ სააკაშვილს არ დაუდასტურებია. ბავშვის შესახებ არაფერს არ წერს არც უკრაინული მედია. მათი ინფორმაციით, ლიზა იასკო ორსულობის შესახებ იტყუებოდა.
0
0