
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი მთელი ქონება დედაზე იყო რეგისტრირებული. ამის შესახებ გამოცემაStrana.ua იუწყება.
2020 წლის შემოდგომაზე Strana.ua-მ გაავრცელა ინფორმაცია იასკოს რომანის შესახებ სააკაშვილთან. ისინი დიდხანს მალავდნენ ურთიერთობას. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, როდესაც ექსპრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს, სააკაშვილის სოციალურ ქსელში იასკოს სიყვარულის ახსნა გამოჩნდა. გამოქვეყნებულია შესაბამისი ვიდეოც. ამგვარად, წყვილმა თავისი ურთიერთობა გაასაჯაროვა.
„პირველად ლიზა იასკო მიხეილის სანახავად თბილისში გაფრინდა. წერდა მის მხარდასაჭერად ვიდეო მესიჯებს, მაგრამ შემდეგ შესამჩნევად შეამცირა აქტიურობა. იასკო მას ციხეში ერთი წელია არ უნახავს, სააკაშვილთან კონტაქტსაც კი არ ინარჩუნებს. იასკოს და სააკაშვილის წყვილს შორის ურთიერთობა მთლიანად შეწყდა, როდესაც მან გაიგო, რომ მიხეილს მთელი ქონება დედაზე იყო რეგისტრირებული“, - ნათქვამია გამოცემაში ექსპრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
ახლა, როცა სააკაშვილი ციხეში მძიმე მდგომარეობაშია, ლიზას ის აღარ ახსოვს - „არ დაფრინავს, არ ინარჩუნებს კავშირს“, წერს გამოცემა.
0
0